პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანის ერთხელ შექმნილი ენერგეტიკული კოდი აღარასდროს ისპობა. ის რამდენჯერმე ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. ენერგეტიკული კოდი შესაძლოა, ცხოველში ან ფრინველშიც განმეორდეს. ისიც ცნობილია, რომ სიკვდილის წინ ადამიანებს გარდაცვლილი ნათესავები და ახლობლები ეცხადებათ. ასევე, ხშირად ხედავენ მათ სიზმრად.
მინიშნებები თუ გაფრთხილებები იმქვეყნად წასულებისგან, ჩვენთვის, ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანებისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა. ზოგი ამბობს, სიზმარი ეშმაკისეულია და მას ყურადღება არ უნდა მიაქციოო, ზოგიც ფიქრობს, ღამით სიზმრად იმას ნახულობ ადამიანი, რაზეც დიდხანს ფიქრობ და გონებაში გრჩებაო. როგორც, პარაფსიქოლოგი ამბობს, სიზმარი ისეთი ფენომენია, რომელსაც ადამიანის არა მარტო გაფრთხილება, არამედ მისი დაცვაც შეუძლია. მისი აზრით, იმქვეყნიდან გაფრთხილებას სწორედ გარდაცვლილი ადამიანები გვაწვდიან და ჩვენ, ამქვეყნად მყოფნი, უბრალოდ უნდა ვენდოთ მათ.
წყარო: თბილისელები
მასალის გამოყენების პირობები






