კობახიძე: ჯობს, საერთოდ არ აღძრას პროკურატურამ საქმე, ვიდრე მერე გამამართლებელი განაჩენი მივიღოთ
სამართალი - 14:47, 31 Oct, 2013     3413

,,რა თქმა უნდა კითხვები გვაქვს პროკურატურასთანაც, პროკურატურამ დასაბუთებული საქმე უნდა წაიღოს სასამართლოში. ჯობია საქმე საერთოდ არ დაიწყო და ძიება არ დაიწყოს და საქმე არ აღიძრას, ვიდრე თვეების შემდეგ ჩვენ მივიღოთ გამამართლებელი განაჩენი,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმესა და ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას, „ჯი-ეიჩ-ენთან“ ისაუბრა.

"ახალაია კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი დანაშაული არ მტკიცდება უტყუარი მტკიცებულებებით და თუ ეს მართლა თითიდან გამოწოვილია, რასაც მე ცხადია გამოვრიცხავ ამ შემთხვევაში, ბუნებრივია უნდა გამართლდეს ადამიანი,"- აღნიშნა კობახიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.

კობახიძის განცხადებით, მას ეჭვი ეპარება, რომ ახალაიას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ იყოს. "ჩემთვის ცნობილი გახდა ამ განაჩენის შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს ამ განაჩენს და და დარწმუნებული ვარ, რომ არ ეთანხმება. 

ამ შემთვევაში მე ვერ ვიქნები მხარე და ვერ ვისაუბრებ ვერც პროკურორის და ვერც დაცვის და მით უმეტეს ვერც მოსამართლის ნაცვლად. პროკურატურას სასამართლო პროცესზე ვალდებულება აქვს დაასაბუთოს ბრალი და სათანადოდ არგუმენტირებული და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებები წარმოადგნოს და სასამამართლო ვადლებულია იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, რომელიც განაჩენს მიიღებს მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

დეპუტატისვე თქმით, ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა ასეთ საკითხებზე სათანადოდ მომზადებულად რეაგირებს, რადგან საქმის წამროებაზე ძალიან დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი იხარჯება და შესაბამისად, თუ ბრალი ვერ მტკიცდება და ადამიანი უნდა გაამართლონ, ამას უნდა ადეკვატური შეფასება.

"იმდენი უკანონო და დაუაბუთებელი განაჩენი ვიხილეთ წლების განმავლობაში, რა ტრანსფორმირება განიცადა სასამართლომ ამ მოკლე პერიოდში, როდესაც ასეთ პრაქტკად ექცათ ეს ყველაფერი. ეს ან იმაზე მეტყველებს, რომ ისევ სასამართლოშია პრობლემა და ყოფილი მმართველი გუნდის გავლენისგან ვერ თავისუფლდებიან, ან პროკურატურაშია პრობლემა, სადაც ისევ და ისევ ძირითადი კადრები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულები არიან და ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად პროკურატურის დისკრედიტაციისთვის. 

შეიძლება იმ პროკურორების მოქმედებაშიცაა მიზეზი საძიებელი, ვინც ვერ ამტკიცებს, რომ ბრალი დაამტკიცოს სასამართლოში. შესასწავლია ვინ არიან, როდინდელი და ვის მიერ დანიშნულები და თუ ახლაც ადეიშვილის დაკვეთებს ასრულებენ "ნაცმოძრაობის" ყოფილი ლიდერების სასარგებლოდ, ეს ყველაფერი შესასწავლია. ამ შემთხვევაში კითხვები სასამართლოს წინაშეც მაქვს და პროკურატურის წინაშეც, ამ ყველაფერს დაფიქრება და შესწავლა სჭირდება - არის ეს პროკურატურის მხრიდან არაკვალიფიციურობის ბრალი, ან მართლა ადეიშვილთან შეკრულების საბოტაჟთან გვაქვს საქმე თუ მართლა სასამართლო არ ახდენს ობიექტური გადაწყვეტილებების მიღებას და ხომ არ არის "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ. 

სრულიად საწინააღმდეგო ვითარებაა. როდესაც გამამართლებელი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ვერ მიიღწეოდა ამ ქვეყანაში, დღეს ჩვენ უკვე ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე რამდნიმე გამამართლებელ განაჩენს ვიგებთ. ეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის დასმის, ანალიზის გაკეთების და ადეკვატური რეაგირების გაკეთების საფუძველია,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42