ბილაინმა თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე განახლებული ვებგვერდი წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:59, 19 Feb, 2020     1337

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა თანამედროვე ციფრული მოთხოვნების შესაბამისი, განახლებული ვებგვერდი წარადგინა. ახლებური დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებებს და ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები.

ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია, გაეცნოს ინფორმაციას ბილაინის სერვისების შესახებ, მარტივად შეიძინოს სიმ ბარათი და გაიაქტიუროს სასურველი პაკეტი. ბილაინის არსებულ აბონენტებს, ასევე, შეუძლიათ სწრაფად და მარტივად განახორციელონ ისეთი ოპერაციები, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა, ავტომატური გადახდის გააქტიურება, კრედიტის აღება თუ ინტერნეტ, ხმოვანი და მიქს პაკეტების შეძენა როგორც მობილური ბალანსიდან, ისე საბანკო ბარათით. ინტეგრირებული „პირადი კაბინეტის“ მეშვეობით, აბონენტები შეამოწმებენ პირად მონაცემებსა და ბალანსს. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რომელსაც აბონენტები დიდი ინტერესით შეხვდნენ, ბილაინის მიერ შექმნილი კომპიუტერული თამაშია, რომელიც მომხმარებელს მობილური ინტერნეტის მიღების შესაძლებლობას აძლევს. განახლებულ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია უკვე პოპულარული თამაში და მომავალში ახალი ვერსიების განთავსება იგეგმება. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ისე პლანშეტების ეკრანებზე.

ბილაინის ახალი ვებგვერდის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აბონენტებმა, რომლებმაც შესაბამის კვლევაში მიიღეს მონაწილეობა და უკუკავშირი მისცეს კომპანიას. კვლევაზე დაყრდნობით, ვებგვერდის განახლებისას მაქსიმალურად მოხდა მომხმარებლების ინტერესისა და საჭიროებების გათვალისწინება.

ბილაინი აგრძელებს ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებას და მომავალში აბონენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს. მათ შორის იქნება, ქართულ აპლიკაციებს შორის ანდროიდის მომხმარებლების რჩეული MyBeeline აპლიკაციის განახლებული ვერსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42