სოფელ რუისთან, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ამ წუთებში 100 ზე მეტი ადამიანი აქციას მართავს.
რუისელები იმ ადგილას არიან შეკრებილები, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს. ისინი სოფლიდან ცენტრალურ გზაზე დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვას აპროტესტებენ.
ადგილზე იმყოფებიან ქარელის გამგეობის წარმომადგენლებიც. როგორც აქციაზე შეკრებილები ,,ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებენ, მათთვის ცნობილია, რომ ცოტა ხანში აქციის მონაწილეებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარემანია შეხვდება.
ალგერი მღებრიშვილი: „იქამდე არ დავიშლებით, სანამ არ მოგვცემენ სიტყვას, რომ სოფლიდან გამოსასვლელ გზას არ ჩაგვიკეტავენ. როგორ უნდა ვიმოძრაოთ, გვეუბნებიან, გზა უნდა ჩავკეტოთო და შემოვლითი გზიდან იმოძრავეთო. ეხლა ველოდებით, ნარმანიაც მოდისო, გვითხრეს და იმედია დაგვეხმარება და ამ გზას არ ჩაგვიკეტავენ“.
გიორგი ახალკაცი, სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“, რუისიდან
მასალის გამოყენების პირობები






