1886 წლის 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების ოფიციალური გახსნა შედგა.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ სკულპტურის შესახებ:
1. სინამდვილეში, ქანდაკების სახელია: „მსოფლიოს გამანათებელი თავისუფლება“
2. ქანდაკება მანჰეტენიდან სამხრეთ-დასავლეთით, 3 კმ-ში მდებარე კუნძულზეა. ამ კუნძულს, თავდაპირველად, ბედლოუ ერქვა, მაგრამ შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, თავისუფლების კუნძული შეარქვეს.
3. დაფაზე, რომელიც თავისუფლების ქალღმერთს მარცხენა ხელში უჭირავს, გამოსახულია აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი.
4. კვარცხლბეკის თავზე მოსახვედრად, საჭიროა 192 საფეხურის ავლა.
5. გვირგვინის 7 ქიმი, 7 კონტინენტის და 7 ზღვის სიმბოლოა.
6. ქანდაკების ჩამოსასხმელად 31 ტონა სპილენძი დასჭირდათ. სპილენძის თხელი ფირფიტები, ხის ფორმებში გამოჭედეს და რკინის კარკასზე დაამაგრეს.
7. ქანდაკების სიმაღლე (კვარცხლბეკიდან ჩირაღდნამდე) – 46 მეტრია.
8. ქალღმერთის საჩვენებელი თითის სიგრძე 2 მეტრი და 44 სანტიმეტრია.

9. თავდაპირველად სურდათ ქანდაკება ქალაქ პორტ-საიდში დაედგათ და „აზიის სინათლე“ დაერქვათ. მაგრამ ეგვიპტის მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კონსტრუქციის საფრანგეთიდან ამერიკაში გადაზიდვა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო.
10. ამერიკაში გადატანისთვის, საფრანგეთში შექმნილი სკულპტურა 350 ნაწილად დაყვეს და 214 ყუთში მოათავსეს.
11. 1984 წელს, ქანდაკება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
12. ფილმში „მოჩვენებებზე მონადირეები 2“ მთავარი გმირები თავისუფლების ქანდაკებას აცოცხლებენ და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ.
13. თავისუფლების ერთადერთი მჯდომარე ქანდაკება განთავსებულია უკრაინაში, ქალაქ ლვოვში, ეთნოგრაფიული მუზეუმის სახურავზე.
14. კლიპში «Black or White» გამოსახულია თავისუფლების ქანდაკებაზე მოცეკვავე მაიკლ ჯექსონი.
15. 1983 წელს, დევიდ კოპერფილდმა ჩაატარა თავისი ცნობილი ფოკუსი „თავისუფლების ქანდაკების გაქრობა“.
მასალის გამოყენების პირობები






