„2014 წლიდან იგეგმება, უცხო ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შემდეგ შეასრულოს დავალება“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ეს ძალიან მარტივი იქნება, ბარიერის გადალახვაზე ზეგავლენას არ მოახდენს, ხოლო 100-ქულიან ტესტში მხოლოდ 8 ქულა დაეთმობა. ამას და აბიტურიენტებისთვის რთული არ იქნება. უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი ხვალიდან დაეგზავნებათ სკოლებს და ასევე განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge. CD-დისკებს სკოლები ნოემბრის დასაწყისში მიიღებენ. გარდა ამისა მაია მიმინოშვილის განცხადებით აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამიყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება პირველიდან მე-9 კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
მასალის გამოყენების პირობები






