თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:33, 17 Feb, 2020     1665

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

შეხვედრის ძირითად თემებს 2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები, საერთაშორისო ექსპანსია - აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა, ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა.

მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან მუდმივად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42