საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციური პროდუქტების დანერგავს განაგრძობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:57, 17 Feb, 2020     1475

17 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს. ბანკმა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და მთელს რეგიონში პირველად გახადა შესაძლებელი მეტროში ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდა“. მეორე ინოვაცია კი რის დანერგვაზეც ბანკი აცხადებს, ეს სრულიად ახალი პროდუქტი- სმარტფონის გატერმინალებაა. გატერმინალება ნიშნავს, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. გადახდის ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ხურდის მოძიებაზე. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, მეწარმეს, რომელიც გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. რაც კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია.

გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის (Visa და MasterCard) ბარათით. ასევე, Apple Pay-თ და Tskapp აპლიკაციის მეშვეობით. ამისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება. იმისათვის რომ მეწარმემ, მცირე ბიზნესმა გამოიყენოს ეს ინოვაცია, ამისათვის საჭიროა, Android 5.0 და ზემოთ სისტემის ტელეფონი, რომელსაც NFC მხარდაჭერა ექნება. ბიზნესის წარმომადგენლებს, ვისაც არ აქვს შესაბამისი მახასიათებლების მქონე ტელეფონი, თუმცა სურს ინოვაციით სარგებლობა, ბანკი ანდროიდის ტელეფონს მათ დროებით სარგებლობაში გადასცემს.

ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. საჭიროა მხოლოდ Google Play store-იდან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია სახელით: Terminali.

გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც რეგიონის მასშტაბით არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც ეს სიახლე დანერგა.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ჩვენ ჯერ კიდევ წინა წელს განვაცხადეთ ჩვენი მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიის შეთავაზებაზე და ჩვენ ამ დანაპირებს ვასრულებთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ აქტიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42