5 წლის ბიჭმა ხანძრისგან 2 წლის და და ძაღლი გადაარჩინა
შემთხვევა - 14:27, 14 Feb, 2020     3698

აშშ-ის შტატ ჯორჯიაში ხუთი წლის ბიჭმა ხანძრის დროს თავისი 2 წლის და და ოჯახის ძაღლი გადაარჩინა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, 5 წლის ნოა ვუდსმა ღამით, საძინებელ ოთახში ხანძრის გამო გაიღვიძა. მან სახლის დასატოვებლად ერთადერთი გზა – ღია ფანჯარა გამოიყენა. ფანჯრიდან მან თავისი 2 წლის დაც გაიყვანა.

შემდეგ, ნოა ვუდსი სახლში შებრუნდა და იქიდან ოჯახის ძაღლი გამოიყვანა, რის შემდეგაც გვერდით მდებარე ბიძის სახლთან მიირბინა დახმარების სათხოვნელად. მათ სხვებიც გააღვიძეს და ოჯახის ყველა დანარჩენმა წევრმა (6 ადამიანი) სახლი უსაფრთხოდ დატოვა.

„ჩვენ გვინახავს, რომ ბავშვები თავიანთ ოჯახებს [ხანძრის შესახებ] აფრთხილებდნენ, თუმცა 5 წლის ბავშვს ასეთი რამ გაეკეთებინოს… ეს საკმაოდ უჩვეულოა“, – აცხადებს ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დუეინ ჯეიმისონი CNN-თან.

„ღვთის წყალობით, ყველა ჩვენგანმა მოახერხა სახლის დატოვება“, – წერს ნოას ბაბუა დეივიდ ვუდსი. „ნოა რომ არა, შეიძლება, დღეს აქ არ ვყოფილიყავით“. სახლის განადგურების გამო, ოჯახი ამჟამად საზოგადოებას GoFundMe-ზე დახმარებას სთხოვს.

ბარტოუს რაიონის სახანძრო დეპარტამენტი პარასკევს ნოას ბარტოუს რაიონის საპატიო მეხანძრის წოდებას მიანიჭებს და გადასცემს ჯილდოს, რომლითაც ჩვეულებრივ მხოლოდ პროფესიონალი მაშველები ჯილდოვდებიან.

ამ შემთხვევის შესახებ გაიგო შტატის გუბერნატორმა ბრაიან კემპმაც და ნოას ერილი მისწერა. წერილს ჯეიმისონი პარასკევის ცერემონიაზე წაიკითხავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42