2014 წლიდან მეორე ჯგუფის ანტიბიოტიკების შესაძენად რეცეპტი დაგჭირდებათ
საზოგადოება - 06:35, 31 Oct, 2013     6169

2014 წლიდან იცვლება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული პრეპარატების აფთიაქიდან გაცემის წესები. 

ამ ჯგუფში შედის ანტიბიოტიკები, გულსისხლძრღვთა დაავადებების საშუალებები, სტეროიდული ჰორმონები, სტეროიდული პრეპარატები, რომლებსაც სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის გარეშე ვერ შეიძენთ, ხოლო არასრულწლოვანები იგივე პრეპარატებს ვერც რეცეპტით იყიდიან. 

ამ მეთოდებით სახელმწიფო ბრძოლას უცხადებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიას. ანდანტე, გრიმოდინი, ტებანტინი, ბაკლოსანი, ბაკლოფენი, გაბაგამა – ეს ის პრეპარატებია, რომლებსაც ხშირად და უმეტესწილად, მოზარდები აფთიაქებში ვეღარ შეიძენენ. აქამდე ისინი ამას უპრობლემოდ ახერხებდნენ და აბებს ნარკოტიკული თრობის მისაღწევად იყენებდნენ. 

პორტალი „საზოგადოება.ჯი“ ესაუბრა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობების ინსპექტირების სამმართველოს უფროსს დავით მაჭარაშვილს: 

"არსებობს მედიკამენტების სამი ჯგუფი. პირველ ჯგუფს მიეკუთნება კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებები, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული მედიკამენტები და ფსიქოაქტიური კომბინირებული საშუალებები. 

კანონმდებლობით დადგენილი იყო, რომ მათი გაცემა აფთიაქიდან უნდა მომხდარიყო ფორმა N1-ის, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული, ფსიქოაქტიური საშუალებების ფორმა N2-ისა და სარეცეპტო ბლანკით. მეორე ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. მათი გადაჭარბებული დოზით მიღება იწვევს ნარკოტიკულ თრობას. 

კანონმდებლობაში დამტკიცებული იყო, რომ მეორე ჯგუფისთვის მიკუთნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ფორმა N3-ია, მაგრამ იქვე არის ნონსენსური ჩანაწერი - ფარმაცევტს უფლება არ აქვს უარი თქვასაფთიაქიდან მედიკამენტის გაცემაზე რეცეპტის არწარმოდგენის შემთხვევაში. 

აქედან გამომდინარე, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილება, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აფთიაქიდან არ გაიცემა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე. ამის მოტივაცია არის ის, რომ ამ მედიკამენტებით მიიღწევა ნარკოტიკული თრობა. ამ მიმართულებით კანონმდებლობაში კონტროლის მექანიზმები არ არსებობს. არის აბსოლუტური ვაკუუმი. 

2014 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო იქნება ამ მედიკამენტებზე ექიმის რეცეპტის წარდგენა. მეორე ჯგუფს ასევე მიეკუთნება ანტიბიოტიკები, გულსისხლძრღვთა დაავადებების საშუალებები, სტეროიდული ჰორმონები, სტეროიდული პრეპარატები და ა.შ, რომლის გამოყენებაც ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება. 

კანონმდებლობაში შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 2014 წლის პირველი იანვრიდან. არასრულწლოვნებზე პირველ და მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი რეცეპტითაც კი არ გაიცემა. 

ამის მიზანი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით, ბევრი არასრულწლოვანი ყიდულობს ისეთ სამკურნალო საშუალებებს აფთიაქებში, რომლებიც გამოიყენება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42