განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელფასების დაგვიანებაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ ხელფასის დაგვიანების გარდა, მეორე თვეა, თსუ–ს სამინისტრო არ უმტკიცებს საშტატოს.
მისივე თქმით, გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადის გადაუხდელობის გამო თელასი პროფსასწავლებლებს დენს უთიშავს, მაგრამ არც ამაზე იღებს ვინმე ხმას:
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე თვეა ხელფასებს ვერ არიგებენ. ბიუჯეტი კი დავუტოვეთ 62 მილიონი ლარი, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშტატოს არ უმტკიცებს, მეორე თვეა – არ სცალია სამინისტროს.
ეს უკვე არ მაკვირვებს, მაგრამ ის, რომ ყველა ჩუმად არის, უკვე ნამეტანია. მე ხომ ჯვარზე გამაკრავდნენ, ერთი დღით რომ დამეგვიანებინა საშტატოს დამტკიცება.
პროფ.სასწავლებლებს დენს უთიშავს თელასი, რადგან ფულს ვერ იხდიან, მაგრამ აქაც ხმას არავინ იღებს.
სრული გაგება და სიყვარული სუფევს, ეტყობა“, – წერს შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






