"არ ჰყავს მეუღლე, სუდენტი შვილი ჰყავს, გადაწყვეტილება სიდუხჭირეს უკავშირდებოდა" - რას ამბობს დედა, რომელსაც ჩვილის გაყიდვას ედავებიან
სამართალი - 13:14, 13 Feb, 2020     2449
გაყიდული 3 დღის ჩვილის დედა ამბობს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, რადგან მისი გაზრდის საშუალება არ ჰქონდა.
ირმა მაისურაძემ ვერც 2 000 ლარიანი გირაო გადაიხადა, ამიტომ ის ქალთა კოლონიაში რჩება.
ადვოკატი ნათელა ჩერქეზია მაისურაძის მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს თავდაპირველად აბორტის გაკეთება სურდა.

„ირმა მაისურაძე აღიარებს, რომ გადაიფიქრა აბორტი. გადარჩა ბავშვი. ვფიქრობ, ამ შვიდი კაცის პასუხისგებაში მიცემა იმად ღირდა, რომ ეს პატარა ბიჭი დაბადებულიყო. ეს არის მარტოხელა დედა, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე, ჰყავს ერთი სტუდენტი შვილი, რომელიც მის კისერზეა და ის არჩენს და არის ეკონომიკურად შეჭირვებული. ყველაფერი ის, რაც აბორტს უკავშირდება და ბავშვის მოშორების გადაწყვეტილებას, არის დამოკიდებული მის მატერიალურ სიდუხჭირესთან"- აცხადებს ადვოკატი.

უფლებადამცველის თქმით, მაისურაძეს ექიმმა ურჩია ბავშვი შეენარჩუნებინა.

"ექიმს მისთვის შვილი გაყიდეო არ ურჩევია. მე არ ვიცავ კლინიკის ექიმებს. ნამდვილად არ ვიცი არიან თუ არა ჩართულები. არის დიდი ვარაუდი, რომ არ ყოფილიყვნენ ჩართულები და სიტუაცია მივიდა გაშვილების მომენტამდე.

ირმა მაისურაძე არის ძალიან დათრგუნული. ხუთი დღის წინ საკეისრო კვეთით დაიბადა ბავშვი. ბრალდებული საავადმყოფოდან პირდაპირ მოხვდა საპატიმრო ადგილზე და პროცესზე ის ძალიან ცუდად გახდა, ამიტომ მის გარეშე იყო განხილული საქმე.

დედა არ არის გათავისუფლებული, გირაო ვერ გადაიხადა. მოსამართლემ საკმაოდ სამართლიანად, ყველაზე მინიმალური ოდენობა, ორი ათასი ლარი შეუფარდა. ჯერ ვერ გადაიხადა, მაგრამ მას აქვს 30-დღიანი ვადა და ამ პერიოდში ვეცდებით, რომ გადაიხადოს. ცხოვრებამ აიძულა ეს, თუმცა ეს არ უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42