შსს-ს ინიციატივით, ცივი იარაღის ტარების დეკრიმინალიზება მოხდება
სამართალი - 20:11, 30 Oct, 2013     9911

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტები წარუდგინა.

21 წლამდე ასაკის პირების მიერ ცივი იარაღის ტარების დეკრიმინალიზება ხდება. ცივი იარაღის ტარება 200 ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმასთან იქნება დაკავშირებული და ამგვარი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ როგორც არასრულწლოვან, ისე სრულწლოვან პირებს.

დღესდღეობით ცივი იარაღის ტარება გარკვეული კატეგორიის ადამიანებთან მიმართებაში კრიმინალიზებულია. კერძოდ, ასეთი ქმედებისთვის დღეს სისხლის სამართლებრივი სანქცია 21 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, ნასამართლობის მქონეებს და იმ მოქალაქეებს ემუქრებათ, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი აქვთ დაკისრებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის ცივი იარაღის ტარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება იქნება.

კერძოდ, ქუჩებში, ეზოებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, კაფეებში, რესტორნებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტო და რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის ადმინისტრაციული წესით გაფრთხილებას ან 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრება. ამასთან, ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა არ გავრცელდება ნასამართლობის მქონეებზე და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელ დაკისრებულ პირებზე - ცივი იარაღის ტარებისთვის ისინი პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად აგებენ.

კანონპროექტის თანახმად, სანქციის დაკისრება არ ემუქრება პირს, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების, პროფესიული საქმიანობის განხორციელების, ნადირობის, თევზაობის, მცენერეული პროდუქტის შემგროვებლობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ან ნაციონალური სამოსელის ტარების დროს, როცა ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ასეთი სამოსელის ნაწილია.

შსს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივაში აზუსტებს, რომ "ცივი იარაღის ტარება" ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ხელბარგში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42