რუსეთის ბაზარზე ვაშლის გასაყიდად გორელები მთავრობის დახმარებას ითხოვენ
საზოგადოება - 20:05, 30 Oct, 2013     2344

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ზაზა გუნდიშვილმა ვაშლის მოსავალი უკვე აიღო. ახლა იმაზე ფიქრობს, მოსავლის რეალიზაციას როგორ შეძლებს.

,,ნიუპოსტთან" საუბრისას  იგი ამბობს რომ კარგი იქნება თუ გლეხებს სახელწიფო მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაში დახმარებას გაუწევს.

ზაზა გუნდიშვილი: „ჯერ ვაშლის მოყვანაა საქმე და მერე იმაზეა გლეხის საფიქრალი, სად წაიღოს და სად გაყიდოს, კარგი იქნება, ამ ყველაფერს სახელმწიფომ მიხედოს, თუ არადა, როგორც ადრე იყო ხოლმე, გლეხი ეწვალებოდა მერე იმაზე ფიქრობდა, რუსეთში როგორღაც გადაეტანა, ახლა ჩვენ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ.

კარგი იქნება თუ სახელმწიფო სტრუქტურას ჩამოაყალიბებს როგორც განვითარებულ ქვეყნებშია გადამუშავება, დახარისხება და ქვეყნის გარეთ გატანა როგორმე მოახერხოს თუ არადა ჩვენს მუშაობას აზრი არ აქვს.

ზაზა გუნდიშვილის მსგავსად სოფლად მცხოვრებთა საფიქრალი მოყვანილი მოსავლის რეალიზაციაა გლეხები ამბობენ, რომ ვაშლის მოვლას მთელი წლის მანძილზე იმაზე მეტ თანხებს ახმარენ, რასაც ხილის გაყიდვის შემდეგ იღებენ.

მათი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ვაშლის გაყიდვა მომგებიანი არ არის და იმედოვნებენ, რომ ძველებურად ისევ შეძლებენ  რუსეთის ბაზარზე ხილის გატანას. რუსეთის ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის გაიხსნა, ამის შესახებ განცხადება 10 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, გარკვეული სახის ხილ-ბოსტნეულზე შეზღუდვა მოხსნილია და 14 ოქტომბრიდან რუსეთის ბაზარზე შევა.

შალვა ფიფია: „რუსეთის ვეტერინალური და ფიტო სანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს რომლის თანახმათაც მოხსნილია სეზღუდვები რუსეთის ფედერაციაში თხილის, ყურძნის, ვაშლის, მსხლის, კომშის,  ციტრუსების და სხვა მცენარეული ხილის ექსპორტზე“.

რუსეთის ფედერაციაში იმყოფება ჩვენი დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ ჩეყოლაშვილი.

14 ოქტომბრიდან რუსეთის ბაზარი ჩამოთვლილი პროდუქციისათვის არის გახსნილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოახერხებენ გლეხები მოსავლის რუსეთის ბაზარზე გატანას. სოფლად მცხოვრებლები ,,ნიუპოსტთან" საუბრისას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადგილზე ჩასვლას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.

გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42