13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:36, 12 Feb, 2020     2238

ვერძი


გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი თქვენს შრომისმოყვარეობაზე და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარზე სასიკეთოდ აისახება. თუმცა, ვარსკვლავების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, მცირე გაუგებრობა გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ დღის განრიგს წინასწარ დაგეგმავთ.


კურო


დღის პირველ ნახევარში მცირე იმედგაცრუება გელით. მოსალოდნელია უსიამოვნო ცნობა, რომელიც პარტნიორის ტყუილს ან გაუგებრობას უკავშირდება. გამორიცხული არ არის კონფლიქტი ნათესავებთან და ბავშვებთან, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება - სასიყვარულო ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.


ტყუპები


ეს დღე პლანეტების მფარველობას გპირდებათ. ეცადეთ, პიროვნული მომხიბვლელობა გამოიყენოთ - ამ დღეს ერთდროულად ბევრი საქმის მოგვარება მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. გახსოვდეთ, ერთმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ.


კირჩხიბი


ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. არაფერზე იდარდოთ, ყველა თავგადასავალი კეთილად დასრულდება. ძველი წყენა და იმედგაცრუება უკან დარჩება და ისევ ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. ნებისმიერ საქმეში სხვების დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ - საკუთარ თავს მხოლოდ თქვენ დაეხმარებით.


ლომი


გაზრდილი სასიცოცხლო პოტენციალი პირად ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება და თქვენს ავტორიტეტს აამაღლებს. გამორიცხული არ არის ახალი ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ მეგობრულ ან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება.


ქალწული


შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. ახალი იდეების წყალობით მოღვაწეობის ახალ სფეროში აღმოჩნდებით. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები გელით. ეცადეთ, ბავშვებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.


სასწორი


კრიტიკული დღეა. ყურადღება გამოიჩინეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რომ მათი თავმოყვარეობა არ შელახოთ. მზად იყავით მეგობრებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემებისთვის. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და წინდახედულება გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება, სისუსტე იგრძნოთ.


მორიელი


ცვლილებების, განახლების და ინფორმაციის მიღების დღეა. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ კოლეგების ბიზნესწინადადებას, თუმცა ბრმად არავის ენდოთ. ინტუიცია და გამჭრიახობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება აისრულოთ.


მშვილდოსანი


ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია, მაგრამ თავშეკავება გმართებთ, რათა ურთიერთობამ პოზიტიური შედეგები მოიტანოს. გრძნობების გამოვლენაში ზომიერება, სიმკაცრეც კი გმართებთ - ეს მოსალოდნელ უსიამოვნებებს აგაცილებთ და საშუალებას მოგცემთ, საინტერესო ადამიანი ყურადღებით შეათვალიეროთ.


თხის რქა


აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ. შესაძლოა, ახალი იდეების დამსახურებით, შემოსავლის დამატებითი წყაროები გამოავლინოთ. ახალი ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.


მერწყული


კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები, უბედური შემთხვევები ან ავადმყოფობა. ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალოთ და მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ. თუ მანქანას მართავთ, გზაზე ფრთხილად იყავით. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან დაკავშირებული პრობლემა.


თევზები


ქორწინებისთვის და ოჯახური ურთიერთობებისთვის კარგი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა მეგობრებმა მოგინახულონ და სასიამოვნო სიურპრიმი მოგიძღვნან. ეცადეთ, მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ და თავი არ დაკარგოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42