ყველას შეუძლია გახდეს მშობელი - როდის მივმართოთ ინ ვიტრო განაყოფიერებას
ჯანმრთელობა - 16:59, 11 Feb, 2020     3212
ინ ვიტრო განაყოფიერება დღეისათვის აღიარებულია როგორც უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. არსებობს რამდენიმე სამედიცინო ჩვენება, რომელიც გამორიცხავს ან ართულებს ორსულობის ბუნებრივი გზით დადგომას. ამ შემთხვევაში ინ ვიტრო განაყოფიერება ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია.

ინვიტრო განაყოფიერებას მიმართავენ, როდესაც:

· დაზიანებული ან ჩაკეტილია ფალოპის მილები;

· ფალოპის მილები მთლიანად ამოღებულია;

· ქალის მენსტრუალური ციკლი და ოვულაცია მოუწესრიგებელია;

· დადგენილია ენდომეტრიოზი;

· ანტისხეულები აზიანებს კვერცხუჯრედს ან სპერმატოზოიდს;

· მამაკაცის სპერმა არასრულფასოვანია ან ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობა მცირეა;

· არსებობს გენეტიკური რისკ-ფაქტორი

· დაუდგენელია უშვილობის მიზეზი.

ინ ვიტრო განაყოფიერების გამოყენებას ექიმები ურჩევენ წყვილებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში, დაუცველი სქესობრივი ცხოვრების პირობებში, ვერ აღწევენ ორსულობას. თუ ქალი 35 წლის ზემოთაა, მაშინ მოლოდინის პერიოდი 1 წლის ნაცვლად 6 თვეა.

რა პროცედურებს მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერება

ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა 2-3 კვირა გრძელდება. განაყოფიერების პროცესი ბუნებრივი პირობების იდენტურია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმა ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობს. ინ ვიტრო განაყოფიერება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

· საკვერცხეების სტიმულაცია სპეციალური მედიკამენტებით;

· კვერცხუჯრედის შეგროვება ე.წ. ასპირაცია;

· მამაკაცის სპერმის მომზადება/დამუშავება;

· კვერცხუჯრედის განაყოფიერება;

· ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანა;

· ემბრიონის გენეტიკური ანალიზი

რატომ ავირჩიოთ ჟორდანიას კლინიკა?

ჟორდანიას კლინიკა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, საქართველოში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კლინიკაა. სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრში უნაყოფობის მკურნალობა და ინ ვიტრო განაყოფიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდი უახლესი სამედიცინო სტანდარტების დაცვით მუშაობენ. კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის საჭირო ყველა პროცედურის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ჟორდანიას კლინიკაში ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად ორსულობის დადგომის სიხშირე 75%-მდეა გაზრდილი, რაც ძალიან კარგი შედეგია და კლინიკის გუნდის მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

რამდენად უსაფრთხოა ინ ვიტრო განაყოფიერება?

ინ ვიტრო განაყოფიერება მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომელსაც პრაქტიკულად არ ახასიათებს რაიმე სახის გართულება. თუმცა ისევე როგორც ყველა სამედიცინო პროცედურისას, ამ შემთხვევაშიც შესაძლოა გამოვლინდეს უმნიშვნელო გვერდითი მოვლენები, მაგალითად მცირე გამონადენი საშოდან, საშვილოსნოს დაჭიმულობა ან სპაზმი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა, მკერდის დაჭიმვა/ტკივილი, თავის ტკივილი. მსგავსი სიმპტომების არსებობისას სასურველია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

ინ ვიტრო განაყოფიერების ბოლო ეტაპის, ანუ ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის შემდეგ, არ მოითხოვება სტაციონარში დარჩენა. ქალს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. თუმცა აუცილებელია პროცესის მიმდინარეობის კონტროლი ულტრაბგერითი კვლევებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42