დაკარგული გოგონას, ნინო გვასალიას დედა სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ლალი ცინცაძე წერს, რომ მათი ინფორმაციით, გოგონა თბილისიდან მიკროავტობუსით გავიდა.
ცინცაძე ჟურნალისტებს და სამარშრუტო ტაქსის მგზავრებს მიმართავს:
"მეგობრებო, გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს (ტვ, რადიო, პრესა), გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც, 17 ოქტომბერს, ნინოსთან ერთად გავიდნენ თბილისიდან მიკროავტობუსით, შეიძლება მის გვერდითაც კი იჯდა რომელიმე. იქნებ გაიხსენონ, სად ჩამოვიდა ნინო.
სავარაუდოდ, ნინომ თბილისი დატოვა 17-ში, დღის 1-3 საათამდე შუალედში. გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო საშუალებით, რადგან გამორიცხულია, ნინოსთან ერთად ვინმე არ ყოფილიყო იმ ტრანსპორტში. გამოძიებას ისევ არაფერი აქვს, ისევ არანაირი მიმართულება, არანაირი კვალი", - წერს ლალი ცინცაძე.
საკონტაქტო ნომრები- 599858858 ან 577463634.
მასალის გამოყენების პირობები






