სიღნაღის რაიონული სასამართლომ 6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის 33 წლის გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა.
ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, ვისზეც ბრალდებულმა ასევე იძალადა მეზობელი.
საზარელი ფატქის შემსწრე მეზობელია. სწორედ მან მიმართა პოლიციას.
პოლიციაში ფსიქოლოგების და სოცმუშაკების თანდასწრებით დაიკითხნენ დაზარალებულად ცნობილი 6 წლის ბავშვებიც. მათი თქმით, გიორგი მათ ეუბნებოდა, რომ საიდუმლოს შესახებ არავისთან ეთქვათ და ბიძიასთან ერთად ხშირად თამაშობდნენ დამალობანას.
როგორც ირკვევა, ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის. მან ციხეში წელიწად-ნახევარი გაატარა.
მასალის გამოყენების პირობები






