ამაშუკელი: „ნაციონალებო“, ვერ ეღირსებით რეანიმაციას!“
საზოგადოება - 16:03, 30 Oct, 2013     2424

„ომი გამარჯვების შემდეგ იწყება“- ჰიუგოს ეს სიტყვები რეზო ამაშუკელმა იმის ნიშნად თქვა, რომ ის გამარჯვებისთვის ბრძოლას მიღწეული გამარჯვების მიუხედავად თავიდან იწყებს.

ამაშუკელმა ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველო გადარჩა. მან "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ვიდრე ისინი საქართველოში კიდევ "იყიყინებენ", და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩათვლიან თავს, არაფერი გვეშველება.

ამაშუკელი თვლის, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა ნინო ბურჯანაძეა. რეზო ამაშუკელი მარგველაშვილს სთხოვს, რომ სახელმწიფო დროშა, რომელიც, მისი აზრით, პარტიული იყო და სააკაშვილმა სახელმწიფო დროშად აქცია, ციხეში გაატანოს:

"ის დროშა საფლავში უნდა ჩავატანოთ, ან ციხეში წაიღოს, იქ შემოიხვიოს და სიცოცხლის ბოლომდე აფრიალოს. ვერ ეღირსებით, "ნაციონალებო", რეანიმაციას, რადგან საქართველოში ჩემნაირი ასიათასობით არის". - აღნიშნა ამაშუკელმა.

პოეტმა ჟურნალისტების პასუხისმგებლობის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ნაციონალების" მოღვაწეობაში წვლილი მათაც მიუძღვით.

"ჩახედეთ თქვენს სინდისს და გაიხსენეთ, როგორ გაიყიდეთ და როგორ ემსახურეთ ამ გათახსირებულებს" - მიმართა მან ჟურნალისტებს. მან ,,ობიექტივის“ ეთერში მაყურებლისგან ადრე მიღებული შენიშვნაც გაიხსენა და ვრცლად უპასუხა:

"ვერ თმობს ამათ ამერიკა, რომლის პირდაპირი პროექტიც იყო მანქურთების მოთრევა აქ, რომ წაეშალათ ყველაფერი ქართული. როდესაც გავაპროტესტე წერილი, რომელიც როსნერია თუ ვიღაც ოხერმა მოიწერა, ქალბატონმა დარეკა "ობიექტივში" და განაცხადა, რამდენ ხანს შეიძლება ამდენი ლანძღვაო...

მაგ დედაკაცმა თავის ჰორმონალურ უბედურებებს და კლიმაქსურ მოვლენებს მიხედოს, ვის უნდა ვესაუბრო მე კორექტულად? ვინც სამშობლო წამართვა და ქვეყანა დაღუპა?

რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, ოცდაათწლიან საკონცენტრაციო ბანაკში ვიქნებოდით. ყველას გასაგონად ვამბობ, ვისაც ქართულად გიძგერთ გული - მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის, ვინც შეეგუება, რომ ეს რაქიტიანი ბაქრაძე გამოვიდეს და მარიგოს ჭკუა და ვაშაძე კიდევ...  

ეგენი გარყვნილები არიან. მაგათ უნდოდათ, თავიდან ბოლომდე შეეცვალათ ქვეყანა. ბოკერიას უნდოდა, გადაეკეთებინა ქართველობა და ამის შემდეგ ესენი კიდევ უნდა დარჩნენ და პოლიტიკური დივიდენდები უნდა ჰქონდეთ?

რეანიმაციის საშუალება უნდა მივცეთ? - ვერ ეღირსებიან. მინდა ჯანმრთელად ვიყო, რომ მაგათ ბოლომდე მივყვე!" - განაცხადა ამაშუკელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42