''ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება''- მიხეილ კალანდიას ბიძა ზაზა სარალიძეზე
სამართალი - 17:12, 10 Feb, 2020     1515

დავით სარალძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ბიძა, დიმიტრი კაკუბავა ავრცელებს განცხადებას ზაზა სარალძეზე.

‘’ზაზა სარალიძე ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა,’’ -კაკუბავა.

როგორც ის განმარტავს, საქართველოში სიმართლის დამტკიცების მოლოდინი არ აქვს და მისივე განცხადებით, საქმე რაც შეიძლება მალე, სტრასბურგის სასამართლოში უნდა წავიდეს.

„აქ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. იმედია, აქ ყველაფერს მალე მოვრჩებით და რაც შეიძლება მალე წავალთ სტრასბურგში. იმის მოლოდინი, რომ ამ „შაპიტოს ცირკში“ რაღაც შედეგს მივიღებთ, წარმოუდგენელია, წარმოუდგენელი ძალებია დაძრული. რა უნდა ვქნა, როცა სარალიძე დარბის და ალბათ, თავისი შვილის მკვლელს ციხესთან ყვავილებით ხელში დახვდება და მერე სახლში მშვიდად და წყნარად წავა. ეს არის ჩემი პოზიცია მისი ქმედებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კაკუბავამ.

მისივე განმარტებით, მიხეილ კალანდიას საქმეზე მიღებული გარკვეული შედეგები მისი ყოფილი ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის დამსახურებაა.

''დღეს 5 მოწმის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა დავაყენეთ. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის მიერ დანიშნულმა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა სამწუხაროდ, დაგვიხურა სხდომები, პროცესის გახსნას ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მივაღწიეთ. მან არც ერთი მოწმე დაცვის სიაში არ შეიყვანა და ჩვენ ფაქტობრივად უიარაღო აღმოვჩნდით. სასამართლოს მინდა ვცე პატივი, მაგრამ რა მანიპულაციებსაც ვხედავ „შაპიტოს“ წარმოდგენებს მაგონებს.

პროკურატურამ ის მოწმეები ამოღო სიიდან, რომლებიც კალანდიას უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. როგორც იცით, წელიწადნახევარი პროკურატურას კალანდიას მიმართ კითხვა არ გასჩენია. კოტეტიშვილის მეშვეობით ოჯახი დაარწმუნეს, რომ სხდომის დახურვა ჩვენს ინტერესებს ემსახურებოდა, ამაში დაარწმუნა ჩემი დისშვილიც, რამაც თავისი შედეგი გამოიღო“, - ამბობს კაკუბავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42