ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ორი ჩინელიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და მალე ორივე კლინიკიდან გაეწერება
ჯანმრთელობა - 20:58, 07 Feb, 2020     3048
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ორი ჩინელი მამაკაციდან, რომლებიც გუშინ ინფექციურში შეიყვანეს, კორონა ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, მათ დაუმთავრდათ ყველა გამოკვლევა და კატეგორიულად გამოირიცხა კორონა ვირუსით ინფიცირება.

ბატონი თენგიზის თქმით, თუ პაციენტებს მდგომარეობა არ გაუუარესდათ ისინი ხვალვე დატოვებენ საავადმყოფოს. მისი თქმით მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება.
„გუშინ, ღამის საათებში შემოყვანილ იქნა ორი ჩინელი ეროვნების ახალგაზრდა მამაკაცი. მათგან ერთი საქართველოში ჩამოვიდა 4 თებერვალს, მეორე 29 იანვარს, ისინი, რამდენადაც მე მაქვს ცნობა, მუშაობენ ახმეტაში და აუწიათ ტემპერატურა გუშინ და წამოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. მათ დაუმთავრდათ ყველა გამოკვლევა. მათ არ აქვთ პნევმონია, რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არ აქვთ გრიპის ვირუსი, ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალის გამოკვლევით და კატეგორიულად გამოირიცხა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია. მათ აქვთ ჩვეულებრივი გაციებითი დაავადება, არა კორონავირუსით და არა გრიპის ვირუსით გამოწვეული.ორივე მათგანი რჩება ჩვენთან. ხვალამდე დავაკვირდებით, თუ რაიმე სიმპტომები არ გამოჩნდა, მდგომარეობა არ გაუარესდება, და არ გაუარესდება, რადგან ლაბორატორიულად მათ არაფერი არ აქვთ, ხვალ ორივე გაეწერებიან”,- განაცხადა ცერცვაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42