ქუთაისში, აქციაზე „ერთად შევეწინააღმდეგოდ ქუთაისის დიდ სოფლად გადაქცევას“, თბილისში პარლამენტის შესაძლო გადატანას აპროტესტებენ
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ 11:30 სთ-ზე შეიკრიბნენ.
აქცია პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. შენობის წინ ადგილობრივები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
ისინი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების შეცვლას ეწინააღმდეგებიან, რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ორგანო თბილისში უნდა გადმოვიდეს.
აქციის მონაწილეები მთავრობას სთხოვენ, რომ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი არ ჩამოართვან.
მათი თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანა რეგიონის განვითარებას ხელს შეუშლის.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველა ქუთაისელი მათ გვერდით უნდა დადგეს, რათა ახლა წყდება ქუთაისში პარლამენტის ყოფნა/არ ყოფნის საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები






