საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უძრავი ქონების პირველ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში FIABCI-Georgia Prix d'Excellence- ის ეროვნული დაჯილდოება გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:02, 07 Feb, 2020     2167

7 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად გაიმართება FIABCI-Georgia Prix d'Excellence-ის ეროვნული დაჯილდოება. 2020 წლის 29 აპრილს აღნიშნული დაჯილდოვებით, რომლის ორგანიზატორებიც არიან FIABCI-Georgia და Property Georgia, გაიხსენება პირველი საერთაშორისო უძრავი ქონების კვირეული და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება “ექსპო ჯორჯიას” მიერ დაორგანიზებული უძრავი ქონების გამოფენით-G.R.E.E, “საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის” ყოველწლიური გალა ღონისძიებით და თემატური ერთობლივი აქტივობებით.

უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეულის სამი მთავარი ღონისძიება:

• 29 აპრილს, უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) პატრონაჟით, პირველად საქართველოსა და რეგიონში FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards Gala 2020-ი ჩატარდება და მას 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ღონისძიებაზე უძრავი ქონების საუკეთესო დეველოპერული პროექტები 13 ნომინაციაში გამოვლინდება, გამარჯვებულები კი მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსში - FIABCI World Prix d’Excellence-ი. დაჯილდოების ღონისძიება ტარდება საქართველოს ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და „დიჯითალ არეას“ მხარდაჭერით. სტრატეგიული პარტნიორია „Colliers International Georgia“, ხოლო ინტელექტუალური პარტნიორია „ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო“ (PwC Georgia). FIABCI-Georgia Prix d’Excellence-ის დაჯილდოებაზე პროექტების წარსადგენად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია გაიარეთ შემდეგ ბმულზე: https://propertygeorgia.ge/forum/awards/registration/

• G.R.E.E - უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა 29 აპრილს გაიხსნება და 3 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, საკონსულტაციო და საფინანსო ორგანიზაციები რომლებიც მომხმარებლებს წარუდგენენ როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილ პროექტებს საინტერესო შეთავაზებებით. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ერთ სივრცეში შეხვდნენ ამ დარგის ყველა წარმომადგენელს და ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით. უძრავი ქონების გამოფენის პარალელურად გაიმართება “Caucasus Build”-ის ყოველწლიური საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა, რომელიც 15 ქვეყნიდან 200-მდე კომპანიას უმასპინძლებს.

• უძრავი ქონების ასოციაციის ყოველწლიური ეროვნული დაჯილდოება 1 მაისს, აშშ-ს რეალტორთა ეროვნული ასოციაციის (NAR) პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უძრავი ქონების დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან როგორც კომპანიები, ისე კერძო პირები უძრავი ქონების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

უძრავი ქონების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამი მთავარი ღონისძიების პარალელურად, არაერთი საინტერესო, თემატური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის პრეზენტაციები, სემინარები, საგანმანათლებლო მასტერკლასები და საინვესტიციო ტურები.

„საქართველოს ბანკი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სექტორების ხელშეწყობასა და განვითარებას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სექტორს მშპ-ს 8.1% უკავია და სექტორის ბრუნვა 5.7 მლრდ ლარს შეადგენდა 2019 წლის 9 თვის მონაცემით. ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპისთვის, ვინაიდან უკეთესი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალის სრულად გამოყენებას უწყობს ხელს, მათ შორის ისეთ დარგებში როგორიცაა ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სხვა. მშენებლობის დარგი ასევე მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით, რადგან იგი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას და მოხარული ვართ ვიყოთ ასეთი მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიების პარტნიორები “,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42