"ნუთუ ერთი ციცქნა, ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას" - ანიტას ბებია
სოც.მედია - 20:50, 06 Feb, 2020     1972

პატარა ანიტა ფაცაციას, რომელიც ინდოეთში გულის ტრანსპლანტაციაზე სამკურნალო კურს გადიოდა, რამოდენიმე დღის წინ სამშობლოში გადმოასვენეს. გოგონა დღეს დაკრძალეს, პატარა ანიტას ბებია თამარ გლურჯიძე ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ. ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს.
მაინც რა ლამაზი იყავი, რა მხიარული, რა ტკბილი, რა არაამქვეყნიური... ვერ ვძღებოდიშენით. ჩახუტებულიც, ჩაკოცნილიც მენატრებოდი. სულ მენატრებოდი. იმხელა სიყვარული მასწავლე, ზიდვა მიჭირდა. თურმე მთელი ცხოვრების საკმარისი სიყვარული ამკიდე ერთიანად ასე მალე წასვლას რომ აპირებდი, იმიტომ.
ახლა რა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?!

როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი, როცა სიცოცხლისათვის იბრძოდი, როგორ?!
მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ყველა მოუფერებელი დღისთვის მაპატიე. აქედან გეფერებოდი, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და იმ გაგლეჯილ, ნაწამებ გულში ალბათ ესეც გტკიოდა.
ვერ გიშველე, ვერ დაგტოვე ამ წყეულ, უსამართლო, უშენოდაც სიცოცხლის გამგრძელებელ დედამიწაზე. ვერაფერი გავაკეთე შენი კისკისისთვის. დაგაღალატე. მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო მთელს სამყაროში, ჩემო პატარავ, ჩემო ცქნაფაცქნუფა, ტკბილო, თბილო, დაუნდობლად სიცოცხლეწართმეულოგოგო. იმ სიყვარულისთვის მაპატიე სამყაროზე დიდი რომ მეგონა და ჩემი პაწაწინა ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სამყოფი რომ ვერ აღმოჩნდა.

შენ ისეთი კეთილი ხარ, ვიცი მაპატიებ. მაგრამ მე ვერ ვაპატიებ ვერასოდეს ვერც საკუთარ თავს, ვერც ამ სამყაროს, ვერც ვერანაირ არსებულ თუ არარსებულ ზე-ძალას. ნუთუ ერთი ციცქნა, ნაზი, პატარა, უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას იმდენად, რომ მისთვის პაწია ადგილიც ვერ გამოინახა?!
რა გითხრა მეტი ჩემო ბედნიერებავ, მიყვარხარ და დღითიდღე კიდევ და კიდევ უფრო მეყვარები. ამას ნამდვილად გპირდები ჩემო თვალებბრიალა გოგო, ჩემო საოცრებავ.
რა ცოტა იცხოვრე და რა ბევრი მოახერხე - უამრავ ადამიანს ამოგვიტვიფრემომავლისთვის ძალის მომცემი ლოცვა: ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს ანიტას-სთვის“, - წერს თამუნა გლურჯიძე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42