ჯეკპოტი 1 182 454 ლარი! გიორგი და ვალიკო კვაჭაძეები, ბათუმი. ლოტო 6/42
21 იანვარს კვაჭაძეების ოჯახისთვის ჩვეულებრივად გათენდა.
ოჯახის საკმაოდ სევდიანი ისტორია მალევე მოექცა მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში. კვაჭაძეების ოჯახმა გრძელი გზა განვლო კათარზისიდან მილიონამდე, ვალიკო კვაჭაძე ყოველ დილით საკვებისთვის სოციალურად დაუცველთა სასადილოში დადიოდა, გზად კი ლატარიის ბილეთს ავსებდა და მოგების იმედით დევნილთა დასახლებაში მდებარე ნაქირავებ ბინაში ბრუნდებოდა, რადგან საკუთარი ბინა უკვე წლებია, ოჯახს დაგირავებული აქვს.

იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, ვალიკო კვაჭაძემკათარზისიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ნაცნობმეჯიხურესთან „ლოტო 6/42“-ის ბილეთი შეიძინა, მისმა შვილმა გიორგიმ კი შეავსო. მამამ, რომელსაც17 იანვარს 77 წელი შეუსრულდა, იღბლიანიციფრები უკარნახა და სწორედ ამ კომბინაციამშეცვალა კვაჭაძეების ცხოვრება სამუდამოდ.
ახალ მილიონერს „საქართველოს ეროვნულილატარია“ მთელი საქართველოს მასშტაბითრამდენიმე დღე ეძებდა და საბოლოოდ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.
ჯეკპოტი 857 007 ლარი! ლალი ზურაბიშვილი, თბილისი. ლოტო 6/36
ლალი ზურაბიშვილი „ლოტო 6/36“-ს სისტემატურად თამაშობს. იმ ჯადოსნურ დღესაც, ტრადიციულად, სახლთან ახლოს მდებარე ლატარიის ჯიხურში „ლოტო 6/36“-ის რამდენიმე ბილეთი შეიძინა, თუმცარატომღაც უკან მიბრუნდა და კიდევ ორი ბილეთი დაამატა. სწორედ ამ ორი ბილეთიდან ერთ-ერთმამოიგო ჯეკპოტი! გათამაშების დროს ის რამდენიმე წუთით ეკრანს მოსცილდა და ვერ გაიგო, როდესაც მისიბილეთის ექვსივე რიცხვი ლოტოტრონმა თანმიმდევრობით გამოავლინა, სწორედ ამიტომ ბილეთისმფლობელს მოგება გაცილებით ნაკლები - 4565 ლარი ეგონა.

მხოლოდ „საქართველოსეროვნული ლატარიის“ სერვისცენტრში მისვლის შემდეგ შემდეგ შეიტყო ლალი ზურაბიშვილმა, რომ მანჯეკპოტი მოხსნა - 857 007 ლარი!
ლალი ზურაბიშვილმა პირველად შვილს დაურეკა. მან მოგებული თანხა ბევრ კეთილ საქმეს მოახმარა, მშვიდი და უზრუნველი ხანდაზმულობა უზრუნველყო და ყველაზე მთავარი - დიდი ხნის ოცნებააისრულა, სოფელში სახლი ააშენა. რა თქმა უნდა, ლატარიის თამაშს კვლავაც განაგრძობს.
ჯეკპოტი 547 235 ლარი! ივანე სომხიშვილი, თბილისი. „ლოტო 6/36“
ივანე სომხიშვილმა „ლოტო 6/36“-ის ბილეთი ორთაჭალაში იყიდა, იღბლიანი რიცხვების გამოვლენაპროგრამას მიანდო და ბილეთი ავტომატური შერჩევის წესით ამობეჭდა. ის ლოტოს დღეებში, სამშაბათსადა პარასკევს, „ლოტო-6/36“-ის ბილეთებს სისტემატურად ყიდულობდა, ერთ დღესაც მისთვის ლოტოსბილეთის შეძენა ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა.

ივანე სომხიშვილმა 547 235 ლარი მოიგო და თანხის ძირითადი ნაწილით შვილიშვილს ბინა შეუძინა.
ჯეკპოტი 218 322 ლარი! ქრისტინა ბურჯანაძე, ქუთაისი. „ლოტო 5/35-ოქროს ბურთი“
22 წლის სტუდენტმა ქუთაისიდან ქრისტინა ბურჯანაძემ „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი - 218 322 ლარი 2020 წლის 3 იანვარს მოიგო! ის ლატარიას მამასთან ერთად სისტემატურად თამაშობს, 2020 წლისდადგომა კი მისთვის და მისი ოჯახისთვის განსაკუთრებულად იღბლიანი აღმოჩნდა. ქრისტინამ 1-ლარიანი „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ბილეთით 218 322 ლარი მოიგო!

ქრისტინა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტია. მოგებული ჯეკპოტით ბავშვობის ოცნების ახდენას და სწავლის საზღვარგარეთგაგრძელებას აპირებს.
ჯეკპოტი 129 751 ლარი! ნანული ოსიტაშვილი, რუსთავი. „ლოტო 5/35-ოქროს ბურთი“
ნანული ოსიტაშვილმა რუსთავში უკანასკნელი ერთი ლარით „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ მხოლოდ ერთიბილეთი შეიძინა და საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როდესაც ლოტოტრონმა მის მიერ შემოხაზულიციფრები გამოავლინა და ოქროს ბურთიც ჩამოვარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისმა ბილეთმა ჯეკპოტი - 129 751 ლარი მოიგო!

მოგებულმა კადრიც კი დააპაუზა და დიდხანს ადარებდა ლოტოტრონის მიერ გამოვლენილ რიცხვებსსაკუთარ ბილეთს. ნანული ოსიტაშვილი „ლოტო 5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტის მოგებამდე რუსთავში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მოგებული 129 741 ლარით მან საკუთარი ბინა შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები






