თბილისის მერიამ 2020 წელს განსახორციელებელი მრავალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პრეზენტაციისას „დიღმის ჭალების“ პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2021-2022 უნდა განხორციელდეს. დიღმის პარკის მშენებლობისთვის 14 836 147 ლარია გათვალისწინებული და დაახლობით 15 ჰექტარ მიწას მოიცავს.
ბითაძის განცხადებით პროექტი მოეწყობა გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ნაგავსაყრელია.
„ტერიტორიის განახლებისა და პარკინგის მოწყობის შემთხვევაში გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც მტკვრის ორ ნაპირს დააკავშირებს ერთმანეთთან. ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც მტკვარში არის კუნძული, სადაც გადაშენების პირას მყოფი სახეობა – წავი ბინადრობს, ტურისტული მნიშვნელობისათის და ქალაქის ურბანული ეკოსისტემის შენარჩუნების კუთხით , ვფიქრობთ რომ გარეულ ცხოვლებზე დაკვირვების კუთხით, ეს კუნძული უნიკალურ საშუალებას მოგვცემს ეკოტურიზმის განვითრების თვალსაზრისით“,- აღნიშნა ბითაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






