დოლიძემ მასალა პოლიციას უკვე მიაწოდა, რის შემდეგაც პოლიციას ჩვენებაც მისცა.
მისივე თქმით, ვიდეო მასალა დაახლოებით სამ წუთინია და ორი მოზარდი ფიგურირირებს, თუმცა ვიდეო მასალაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი ჩანს, სადაც იგი საუბრობს იმ გარყვნილ ქმედებაზე რაც მამამკაცის მხრიდან განხორცილედა.
‘’12 წლამდე ბიჭი, რომელიც მამაკაცის მხრიდან მასზე განხორციელებულ ქმედებას ჰყვება, მეორე კი მას ვიდეოს უღებს, მე, უცნობმა, მაგრამ საქართველოს მოქალაქემ მომაწოდა ფეისბუქის მეშვეობით. ეს ვიდეო ეხება ორი არასრულწლოვნის ბავშვს. ერთი იწერს ხოლო მეორე მონაწილეობს დიალოგში გარყვნილი ქმედების შესახებ. არ ჩანს ეს ვიდეო მასალა ვინ გაავრცელა, მაგრამ ეს არის სავალალო დანაშაული და დიდი იმედი მაქვს პოლიცია წინ წაიწევს, გამოიძიებს და დაკითხავს ყველას ვინც ამ ჯაჭვში მონაწილეობს და დიდი იმეიდ მაქვს პირველ წყაროსთან მივა და არა შუა რგოლთან კი არ მივა, როგორც ხანდახან ხდება’’. - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






