"ერთი დღე გამომყევით და გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები" - აკა სინჯიკაშვილი
სოც.მედია - 19:44, 04 Feb, 2020     2064

"ამ წამს 800-ზე მეტი ბავშვი და 100-ზე მეტი უპატრონო მოხუცი პირადად მე მაბარია", - ამის შესახებ სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ის დეტალურად აღწერს, იმ სოციალურ ფონს რასაც ყოველდღიურად პირადად ხედავს და აცხადებს, რომ ყველა ისეთ დღეშია, რამდენი დღეც თავად ვერ მივა მათთან, ზუსტად იმდენი დღე იქნებიან მშივრები.

"რაღაცის თქმა მინდა რა!

გუშინდელი ტრაგედია, სადაც ორი ქალი და ოთხი ბავშვი ცოცხლად დაიწვა, ვუყურებ როგორ გამოიყენა ყველამ თავის ჭკუაზე, როგორც აქამდე მომხდარი სხვა ტრაგედიები. ვიღაცამ ისიც თქვა, ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენო. თქვენ მართლა გიჟები ხო არ ხართ? კაია თანამდებობა და მაყუთი არაა? მაძღრები ვერ ხედავთ სხვის შიმშილს არა? ამ წამს რვაასზე მეტი ბავშვი და ასზე მეტი უპატრონო მოხუცი პირადად მე მაბარია. ყველა ისეთ დღეშია, რამდენი დღეც მე ვერ მივალ, ზუსტად იმდენი დღე იქნებიან მშივრები. ავადმყოფობის მეშინია, რომ აღარ ვიცი ხოლმე ვინ გავგზავნო საჭმელის მისატანად. ლამის სახლებში დავდივართ სხვებთან, რომ ერთი სადილი საჭმელი გამოვართვათ და შიმშილისგან გალურჯებულ ბავშვებს წავუღოთ. არ გჯერათ არა? ერთი დღე დილიდან გამომყევით და მე გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები. თქვენი თვალით გაჩვენებთ მარტო თბილისში კი არა, ნებისმიერ რეგიონში სადაც მეტყვით. სოციალური დახმარება რომ ამოგიღიათ ხმალივით და იძახით რომ ხალხს ეხმარებით, გაჩვენოთ რამდენს და რანაირ ხალხს აქვს მოხსნილი, შეჩერებული და დავიწყებული საერთოდ? მერე თუ გინდა იმასაც გაჩვენებთ, ვის აქვს დანიშნული.

ფოტოზე რომ ხედავთ, ასე რამდენი ადამიანი ათენებს ქუჩაში იცით? ძველი საბნები დაგვაქვს მთელი ღამე და ვუტოვებთ, რომ არ გაიყინონ. მაგასაც გაჩვენებთ თუ გამომყვებით. არავისი სტატისტიკა არ მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოდე რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველდღე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. თქვენ ამ ამბებს როდის იგებთ იცით? როცა ყველასთვის დასანახი დიდი ტრაგედია ხდება, თორემ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა სათითაოდ უპატრონობით იცით? მარტო იმის გამო, რომ გვიან გავიგე, ვერ მივასწარი და ტვინს მიხეთქავს ეხლა, რომ წინა დღეს რომ მივსულიყავი, იქნებ რამე მეშველა.

ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა არ არის და სიღარიბე დაძლეულია, უბრალოდ ან გარშემო არ იყურება, ან დიდი ნაბიჭვარია, რომელიც ძვლის და ხორცის გროვებად ხედავს ამდენ უბედურს. მთავრობა კიდევ ყველა ერთნაირია, ახალიც, ძველიც და ასჯერ ძველიც. უბედურს, ობოლს და საცოდავს არავინ არასოდეს ეხმარებოდა და ეხლაც ეგრეა რა თქმა უნდა. გადაივლის ეს ამბავიც და ყველა ისევ ისეთ უბედურებაში დარჩება, როგორც აქამდე იყო.

თქვენ კიდევ ცვალეთ სკამები და ძალაუფლებები, დაჭამეთ ერთმანეთი პარტიების სახელით და მოგვეცით ახალი აუსრულებელი დაპირებები. ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენს შვილებს ხო არ შიათ და თქვენს დედებს ხო ქუჩაში არ სძინავთ!

ბოდიში რა, გული მერევა უკვე ამდენ დამპალზე!" - წერს აკა სინჯიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42