სასტიკი მკვლელობა ხობში - ბრალდებულ ირაკლი აქირთავას პატიმრობა შეეფარდა
სამართალი - 18:20, 03 Feb, 2020     2848

სასტიკი მკვლელობა ხობში - ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ ირაკლი აქირთავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურორ დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. პროკურორ ხვიტიას თქმით, პატიმრობის შეფარდება დანაშაულის სიმძიმისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის გამო მოითხოვა.

მისივე თქმით, აქირთავა არ არის გაწონასწორებული პიროვნება და მას შეუძლია მხოლოდ შელაპარაკების გამო ჩაიდინოს დანაშაული.

ბრალდებული ირაკლი აქირთავა დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის აცხადებს, რომ აქირთავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. უფლებადამცველმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ბრალდებულ ირაკლი აქირთავას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედება. მან ხობში საკუთარ ახლობელს მუცლის არეში ჭრილობები დანით მიაყენა, მეზობელ ქალს კი, ბლაგვი საგნით მიაყენა ჭრილობები. შედეგად, მამაკაცი საავადმყოფოში დაიღუპა, ქალი კი მძიმე მდგომარეობაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42