ფსიქიატრი ჯაბა ტყემალაძე სოციალურ ქსელში პოსტს ნიღბებთან დაკავშირებით აქვეყნებს, და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მხოლოდ "ვირუსისგან N95 ნიღაბი იცავს და ის დეფიციტშია"
"გაცნობებთ რომ ვირუსისგან მხოლოდ N95 ნიღაბი იცავს და ის დეფიციტშია.
დროა ვისწავლოთ ნიღაბის საკუთარი ხელით გაკეთება.
სწორი მოხმარების შემთხვევაში ნიღაბი 10%-50% ამცირებს ვირუსის გადადების ალბათობას. კორონავირუსგან თავდაცვის შემთხვევაში უნდა დაცული იქნას ასევე თვალებიც სათვალის მეშვეობით.
აიღეთ მარლის 4 ნაჭერი ზომით14х7 სმ და 2 ან 4 ცალი 60—70 სმ ბინტის ნაჭერი შესაკრავებსთვის. მარლა შეიძლება ბინტით ან ბამბაზიის მატერიით ჩანაცვლდეს.
სანამ შეკერავთ დარწმუნდით რომ ცხვირს და პირს ფარავს. დარწმუნდით რომ მატერიის 4 ფენაა. დარწმუნდით რომ Dესაკრავების სიგრძე საკმარისია.
შეკერეთ რამოდენიმე, რადგან 2-3საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. გარეცხეთ სარეცხ საპონში. გააშრეთ და ცხელი უთოთი დაამუშავეთ სანამ განმეორებით მოიხმართ ან სხვას მისცემთ.
პირბადეს აზრი აქვს მხოლოდ შენობაში. სუფთა ჰაერზე ვირუსები მალე იხოცებიან. ასე რომ ქუჩაში პირბადე მოიხსენით და სუფთა ჰაერით ისუნთქეთ.." - წერს ჯაბა ტყემალაძე.
მასალის გამოყენების პირობები