ოკუპირებულ აფხაზეთთან, სახიფათო ზონიდან ქართველი ჟურნალისტები სპეცრაზმმა გამოიყვანა
საზოგადოება - 16:15, 29 Oct, 2013     3765

ოკუპირებულ აფხაზეთთან, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა „მოამბის“ გადამღებ ჯგუფს ნატო ბერულავასა და გიგა კილასონიას შემადგენლობით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და იარაღით ემუქრებოდნენ.

ქართველი ჟურნალისტების დასახმარებლად სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო - „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მხოლოდ იმის შემდეგ შეძლო, რაც იქ ქართული სპეცრაზმი გამოჩნდა.

ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და „მოამბის“ ჯგუფი ადგილზე ცდილობდა გარკვევას, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ნაბაკევში 25 ქართველი ე.წ. საზღვრის გადალახვისთვის დააკავეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს.

ამ დროისთვის ნატო ბერულავასა და გიგა კილასონიას საფრთხე არ ემუქრება - ისინი სპეცრაზმელებმა მაღალი რისკის ადგილს გაარიდეს. ნაბაკევის მხრიდან ხურჩასთან მობილიზებულია ოკუპანტების დამატებითი ძალები, იქვე არიან აფხაზეთის ე.წ. შსს-ს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსმა სამხედრო პირებმა ქართველები დააკავეს, სასტიკად სცემეს და 2.000 რუბლის ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ნაბაკევში ქართველების დაკავების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. 

შენიშვნა: ფოტოზე გამოსახულია კონფლიქტის ზონის ერთერთი მონაკვეთი: ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელი ხიდი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42