კობი ბრაიანტის ყოფილმა გუნდმა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა გუნდის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი გამართა NBA-ში, რა დროსაც “BLACK MAMBA“-ს კლუბის ამჟამინდელმა კალათბურთელებმა და ცნობილმა ადამიანებმა ემოციური გამოსამშვიდობებელი საღამო მიუძღვნეს.
ბრაიანტისთვის მიძღვნილი ღონისძიება ცნობილი ამერიკელი რეპერის, აშერის სიმღერით გაიხსნა, რა დროსაც დარბაზი კობისა და ჯიჯის სახელებს სკანდირებდა. აღსანიშნავი იყო აგრეთვე ლეიკერსის მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც მეგობრისათვის მიძღვნილი სიმღერის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. მატჩის დაწყებამდე ჯეიმსმა ბრაიანტზე ილაპარაკა- ერთმანეთის მიმართ არსებულ მეგობრობასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც პუბლიკისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
სამგლოვიარო ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გაიმართა ლეიკერსსა და პორტლენდს შორის, რომელიც ლოს-ანჯელესელებმა 117-ით 129 წააგეს.
მასალის გამოყენების პირობები






