კობი ბრაიანტი იყო ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა. კობი ბრაიანტი, ითვლებოდა LGBT საზოგადოების ძლიერ მოკავშირედ. ის ჰომოფობიის წინააღმდეგი იყო.
კობი ბრაიანტი ლეიკერსის რიგებში 24 ნომრიანი მაისურით ირჯებოდა. ბრაზილიურ კულტურაში ციფრი 24 გეი ადამიანთან ასოცირდება. ეს რწმენა „ცხოველის თამაშიდან“ მომდინარეობს. ყველა ციფრი 25-მდე ასოცირებულია ცხოველთან, ხოლო 24 - ირემთან. ირემი კი ბრაზილიურ კულტურაში დიდი ხანია ჰომოსექსუალურობასთანაა დაკავშირებული. პორტუგალიურ ენაში კი ირემი ჰომოფობიურ კონტექსტში იხმარება. ამის გამო ბრაზილიელი ფეხბურთელები უარს ამბობენ 24 ნომრიანი მაისურის ტარებაზე.
ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა კობის სახელით დაიწყეს კამპანია „მოითხოვე 24“ და გულისხმობენ 24 ნომრიან სათამაშო მაისურებს. ისინი მოუწოდებენ სპორტით დაკავებულ ადამიანებს, რომ 24 ნომერზე უარი არ თქვან, არამედ მოითხოვონ ის.



მასალის გამოყენების პირობები






