ინგლისის ეკლესიამ გასულ კვირას კატეგორიულად განაცხადა, რომ სექსი მხოლოდ დაქორწინებული, ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვისაა.
იორკის არქიეპისკოპოსების განცხადებით, ერთსქესიან წყვილებს „სექსუალურად თავშეკავებული ურთიერთობა“ უნდა ჰქონდეთ. მათივე განცხადებით, ქორწინების გარეშე სექსი ეწინააღმდეგება ღვთის მოძღვრებებს, ხოლო ინგლისური ეკლესია ერთსქესიანთა ქორწინებას არ აღიარებს.
ზემოაღნიშნული განცხადების გამო არქიეპისკოპოსები მკაცრად გააკრიტიკეს, რის შემდეგაც კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება გააკეთეს. „ჩვენ, როგორც არქიეპისკოპოსები, ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსებთან ერთად ვიხდით ბოდიშს და ვიღებთ პასუხისმგებლობას გასული კვირის განცხადებასთან დაკავშირებით და ვაღიარებთ, რომ რწმენას ის საფრთხეს უქმნის. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და ვაანალიზებთ მისგან გამოწვეულ ტკივილს და განხეთქილებას.“ - განაცხადეს ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები