ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 7 პირიდან 4 პირი ასლან აბაშიძის დაცვის წევრი იყო.
როგორც გაირკვა, საქმეზე ბრალდებულები არიან: ნუგზარ ბეჟანიძე, გოჩა თადუმაძე, გიორგი ბიბილაური, ბექა ცინცაძე, როლანდ ბერიძე და იური მჟავანაძე.
რამდენიმე წუთის წინ, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დაკავებულთანაგ ერთი - მჟავანაძე ბრალს აღიარებს. ეს უკანასკნელი ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო:
„გარკვეული პერიოდი ბატონი როლანდ ბერიძე დაცვის უფროსი იყო, ზოგი მის დაქვემდებარებაში იყო, მაშინ სპეციალური სამსახურები არსებობდა.
იური მჟავანაძე აღიარებს ბრალს, ის ბრალდებულია ბათუმის ეპიზოდთან დაკავშირებით.
მას ედავებიან ფეთქებადი მოწყობილობის შეძენაში დახმარებას. მან ერთ-ერთი ბრალდებული როლანდ ბერიძე ფეთქებადი საშუალების შესაძენად მიიყვანა კიდევ ერთ ბრალდებულ ნუგზარ ბეჟანიძესთან. ამის უკან ვინ იდგა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის იყო უცნობი. ის მხოლოდ ფიგურირებს აღნიშნულ საქმეში, თავად ამ ასაფეთქებელი საშუალების შეძენაში დახმარებაზე", - განაცხადა პაქსაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






