პროკურორის განმარტებით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.
„პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული“, - აცხადებს გიორგი კავსაძე.
რაც შეეხება ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის შესაძლო მოტივს, პროკურრმა ამ საკითხს არ უპასუხა.
კითხვაზე დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, პროკურორი ამბობს:
„ყველას მიმართ, ვატო ყიფიანიდან დამთავრებული, ვის მიმართაც საკმარისი მტკიცებულებები იქნება, სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყება“ - აცხადებს გიორგი კავსაძე.
მასალის გამოყენების პირობები






