1. საქართველოს აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი პრორუსულია 72 %–ით (მარგველაშვილისა და ბურჯანაძის პროცენტების ჯამი). პუტინი კმაყოფილი იქნება და ახალი ძლიერი შეტევებისათვის მშვიდად მოემზადება.
2. ,,ქართულ ოცნების“–ძირითადი პრორუსული ძალის ლეგიტიმაცია ხალხისაგან სუსტია, მას მხარს უჭერს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28–29 %.
3. ამ ამომრჩეველს ერთმნიშვნელოვნად პრორუსულს ვერ ვუწოდებთ. მას ცნობიერება გაორებული აქვს და მისი მოტყუება ადვილად შეიძლება დასავლური ფრაზეოლოგიითა და რუსული საქმეებით.
4. პოლიტიკაში არის 10%–იანი ღია, აქტიური და აგრესიული რუსული ძალა – ნ. ბურჯანაძის მიმდევრები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 4,5 %, რაც ხიფათს კიდევ უფრო მეტად ზრდის.
5. რუსული შემოტევის შემაკავებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი უკვე არ იქნება,რაც ერთიორად გაუზრდის მადას აგრესორს.
6. ელექტორატის 55 % პასიურია, ინდიფერენტულია საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი. ეს მასა პოტენციურად რუსული ტანდემის არ არის, თუმცა, თავის გულგრილობით, ძალაუნებურად მისი მოკავშირეა და აქედან გამომდინარე, დიდი საშიშროების მატარებელია, რადგან ყველა უბედურების უპირველესი მკვებავი სწორედ ნიჰილიზმია.
7. დასავლური ძალები დაქსაქსულია, ქვეყნის გადარჩენისათვის აუცილებელია მათი ფართო კოორდინაცია და ერთიანობა, რაც საკმაოდ პრობლემატური, თუმცა მიღწევადია ამოცანაა.
მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით: აქტიურად ამხილონ ხელისუფლება რუსულ მიდრეკილებებში და წინააღმდეგობა გაუწიონ მოსალოდნელი ანტიქართული, სახელმწიფოებრიობისათვის დამანგრეველი დოკუმენტების განხილვასა და ხელმოწერაში; სერიოზული ყურადღება მიაქციონ ხელისუფლების მხარდამჭერებს, არ მისცენ საშუალება მმართველ ძალას მოატყუოს ისინი და დაეხმარონ მათ განხიბლვა–განბიძინებაში; მიმართონ განსაკუთრებული ძალისხმევა პოლიტიკურ ველზე ბურჯანაძე–ბათიაშვილის მოღალატური ჯგუფის ტოტალური პრესინგის, იზოლაციისა და მარგინალიზაციისაკენ; ყოველმხრივ გამოაცოცხლონ ინერტული საზოგადოება, რაც სერიოზულ წინააღმდეგობას შეუქმნის კრემლიდან მომდინარე ყველა უარყოფით ტენდენციას. ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია.
ვიმოქმედოთ!
მასალის გამოყენების პირობები






