საქართველოსა და უკრაინაში დაგეგმილი ვერშემდგარი მკვლელობის ფიგურანტები და ბრალდებულები: ვინ დააკავეს, როგორ გაშიფრეს და რას ამბობს ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი
სამართალი - 18:38, 30 Jan, 2020     3763
"ნიუპოსტმა" ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის საქმეზე დაკავებული 7 პირიდან ორის ახლობლებს მიაგნო, თუმცა ისინი მედიასთან კონტაქტს თავს არიდებენ. საქმის მთავარი ფიგურანტების გიორგი ბიბილაურიისა და ბექა ცინცაძის მეგობრები გაოგნებას ვერ მალავენ.

რეზონანსულ საქმეზე თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს, სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინაშიც, რა დროსაც ერთი პირი დააკავეს.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებს ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მკვლელობა უკრაინაში მყოფმა ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაუკვეთა.

„ნიუპოსტის“ წყარო ყვება, რომ უკრაინაში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მიერ დაგეგმილი სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ძმებმა თავიანთი წყაროებით გაიგეს და ქართველი სამართალდამცავები საქმის კურსში ჩააყენეს.

შესაბამისად, სუსშივე დაიგეგმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენა, მათი ფარულად ჩაწერა და ბოლოს დაკავება, თუმცა ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ფეიქრიშვილების ადვოკატი გიორგი ანთაძე. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მათი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ძმებს გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეატყობინეს და დაკავებულთა შესახებაც მათგან გაიგეს.

„თქვენ მიერ დასახელებული გვარების შესახებ გუშინ გაიგეს ძმებმა ფეიქრიშვილებმა. ისინი დაკავებულებს არ იცნობენ და მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ. გუშინ გაიგეს ისიც, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა ბრალდებულ პირებზე თვალთვალი სუს-ის დეპარტამენტის მხრიდან და ის რომ დაკავებულია შვიდი პირი. არ ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ფეიქრიშვილები თითქოს მოსალოდნელი საფრთხის გამო დაცვით გადაადგილდებოდნენ“- აცხადებს „ნიუპოსტთან“ ადვოკატი.

გიორგი ანთაძე „ნიუპოსტთან“ იმ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მომხდარი სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდება.

ადვოკატი ამბობს, რომ ფექირიშვილებს თბილისის ცენტრში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან არავითარი შემხებლობა აქვს.

„აბსურდული ვერსიაა, მე როგორც ვიცი, ჯოხაძის ძმა ციხეშია, სხვა ვერსიებს ვერ განვავითარებ. ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას.“- აცხადებს ადვოკატი.

გიორგი ანთაძე „ნიუპოსტთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დათო ფეიქრიშვილმა საბყრობილე 2018 წელს დატოვა, რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს ის ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა“- აცხადებს ადვოკატი.

საქმის მასალების თანახმად, სწორედ ბიბილურსა და ცინცაძეს შეხვდა უკრაინის მოქალაქე, მათ გადასცა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვ.ყ-ს დანაბარები და თბილისში, კონსპირაციულ ბინაში დაიწყო ფეიქრიშვილების გადაადგილების მარშრუტის შედგენა და მათი აფეთქების სქემაზე მუშაობაც.

ამ ვერსიაზე ფეიქრიშვილების უფლებადამცველი არ საუბრობს და ამბობს, რომ "საქმის მასალები რეზონანულია და ყველა დეტალი, მისი გაცნობის შემდეგ გაირკვევა".

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს და ჯოხაძის მკვლელობის გამო შესაძლო შურისძიებას - ანთაძის თქმით, ძმებს ჯოხაძის მკვლელობასთან არავითარი შეხება არ აქვთ და ეს საქმის მასალებიდანაც დასტურდება.

„ნიუპოსტის“ მკითხველისთვის ძმების გიორგი და დავით ფეიქრიშვილების გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებთან კავშირის შესახებ კარგად არის ცნობილი.

გიორგი ფეიქრიშვილი 4 წლის წინ ორ მეგობართან - გიორგი ყანჩაველთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად დააკავეს. ხმაურიანი დაკავება, ქალაქში მალევე დაუკავშირეს სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს, რადგან ჯოხაძის მკვლელობაში მსჯავრდებული ბადუკა ნათობაძე ფეიქრიშვილების უახლოესი მეგობარი იყო. გიორგი ფეიქრიშვილი ჯოხაძის მკვლელობასთან კავშირს დღესაც კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მის საცხოვრებელ სახლს პოლიცია იცავდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016 წლის სექტემბერს გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავებული გიორგი ყანჩაველი სოსო ჯოხაძის მკვლელობის დღეს, ნათობაძის ავტომობილში იჯდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42