ოპერის მომღერალი თამარ ივერი თავის ჰონგ-კონგელ მეგობარს, კორონავირუსისგან თავის დასაღწევად, საქართველოში ეპატიჟება.
მომღერალი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და მისი მეგობრის ემოციებზეც საუბრობს.
"ჰონგ კონგში სიმღერის დროს დავუმეგობრდი ადგილობივ ჩემს მომსახურე სტაფს და მენეჯერს.
ეხლა უეცრად მივწერე...საყვარელო კატი,როგორ ხარ?მისმინე, თუ ახლოს ხარ თქვენი კორონა ვირუსის საშიშ ზონასთან და რაიმე სასიცოცხლო რისკის ქვეშ ხართ...დაავლე ბავშვებს ხელი და ჩამოდი....მე გიმასპინძლებთ და თავს გადაირჩენთ მეთქი.
ვერ წარმოიდგენთ მის რეაქციას...მომწერა:
ქალბატონო თამარ,ვზივარ და ვტირივარ...რა გულიანი ხალხი ყოფილხართ ქართველებიო.
ამდენი წელია საოპერო და საკონცერტო წრეში ვტრიალებ,ამდენ ხალხთან მიმუშავია და...მსგავსი არავის მოუწერია,პირიქით,ყველა გაგვირბისო. არც ვიცი რა გითხრათ.ემოციების ქვეშ ვარ-მიხვდი ერთს რომ სიკეთე გადაარჩენს დედამიწასო.
პ.ს.საბედნიეროდ,შორს აღმოჩნდა მისი ქალაქი ვირუსის ეპიცენტრისგან,მაგრამ ჩემი წერილი და თანადგომა მას არასდროს დაავიწყდება და ამით,რაც უფრო მნიშვნელოვანია...მას ათასმაგად შეუყვარდა ქართველი ხალხი" - წერს თამარ ივერი.
მასალის გამოყენების პირობები






