დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადება გააკეთა მსოფლიოში გავრეცელებულ კორონავირუსზე. ამ დროისთვის მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 შემთხვევა ფიქსირდება.
მისივე განცხადებით, შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციას ეყრდნობა. მისივე თქმით, დილით ყველაზე განახლებული მონაცემები ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს, სწორედ ეს მონაცემები იქნა პრესკონფერენციაზე გავრცელებული.
"ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 პროცენტი შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები