ჩერი ვანი 400 ადამიანის წინ ეპისკოპოსად აკურთხეს. ეს არის მონმუთის (უელსი) ეკლესიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ეპისკოპოსად ქალი აკურთხეს. ჩერი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი ინგლისურ ეკლესიაში, რომელიც მღვდელი გახდა, რაც 1994 წელს მოხდა. ჩერი მის პარტნიორ ვენდისთან ერთად ცხოვრობს და ჰყავს ორი ძაღლი.
უელსის ეკლესია თავის მღვდლებს უკძალავს ერთი სქესის მქონე პირების დაქორწინებას. ჩერიმ განაცხადა, რომ ის არ აპირებს უელსის ეკლესიაში ერთსქესიანთა ქორწინებისთვის ბრძოლას.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის იმედის ნიშანი. ბევრი გეი ადამიანია ჩვენს სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში, საზოგადოებაში, რომელიც ფიქრობს რომ მათ ეკლესია ებრძვის, რომ მათი ადგილი ეკლესიაში არაა. ვფიქრობ, რომ ჩემი, როგორც გეი ადამიანის აქ ყოფნა მისცემს ასეთ ადამიანებს იმედს. ვიმედოვნებ, რომ ხალხი იმედგაცრუებული არაა. შესაძლოა ბევრი იმედოვნებს, რომ მე ამ საფუძვლით უფრო მეტად ჩავერთვები კამპანიაში, თუმცა მე აქ ვარ როგორც ეპისკოპოსი თავისი საქმით.“ - განაცხადა ეპისკოპოსმა ჩერი ვანიმ.
მასალის გამოყენების პირობები






