უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვულის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ჯანაშია აქედან 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი - პირობითად ჩაეთვლება. ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.
რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა - მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - მიხეილ კალანდიაა დაკავებული.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






