პირველ ინდოელს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჩინეთის ერთ-ერთმა საავადმყოფომ დაუდგინა, გამოჯანმრთელების ნიშნები აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას პაციენტის ბიძაშვილი სოციალურ მედიაში აქვეყნებს, რასაც ინდიათაიმსი უცვლელად გვთავაზობს.
მისი თქმით, მას დაუბრუნდა ცნობიერება და ის ამჟამად სამედიცინო ეტლის თერაპიას გადის. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სამ-ოთხ დღეში მას სასუნთქი აპარატის გამოყენებაც არ დასჭირდება. ჩვენ შევძელით ფულადი სახსრების შეგროვება მის დასახმარებლად და ახლა ამ პრობლემასაც ვაგრვარებთ. გმადლობთ თქვენი სიკეთისთვის. გთხოვთ, განაგრძოთ ლოცვა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“. - აცხადებს პაციენტის ბიძაშვილი.
ექიმების განცხადებით, პაციენტის ფილტვებმა გამოჯანმრთელების პირველი ნიშნები აჩვენეს, თუმცა სიცხეების გამო ექიმები ანტიბიოტიკების დოზებს ზრდიან. პაციენტი რჩება სასუნთ აპარატზე. გრძელდება დიალიზი და სისხლის გაწმდენის პროცედურები. თუმცა ექიმებმა დაიწყეს დილა-საღამოს სამედიცინო ეტლის 60 წუთიანი თერაპიები.
მასალის გამოყენების პირობები