დაზუსტებული ინფორმარციით, ქვიშხეთში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ხუთივე მათგანი ადგილზე დაიღუპა, გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვნები.
„ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, აქედან სამი არის ბავშვი – 12 , 10 და 8 წლის. ერთი არის მამაკაცი, დაახლოებით 40 წლის და ერთი ქალბატონი, 30-40 წლის. ავტოსაგზაო შემთხვევას ჰყავდა სულ ხუთი მონაწილე და ხუთივე გარდაცვლილია. სასწრაფო დახმარებამ ადგილზევე დააფიქსირა ოთხი მათგანის გარდაცვალება, თუმცა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მაინც გადაიყვანეს კლინიკაში, ხოლო ერთი გამვლელებმა შეიყვანეს ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ისიც უკვე გარდაცვლილი იყო“, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.
წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ქალის გადარჩენას ხაშურის საავადმყოფოში ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






