არსებული ინფორმაციით პოლიციამ სასტიკ დანაშაულისთვის ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელი დააკავა.
ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევია. კერძოდ ის მონაწილეობდა 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტში.
მან საპყრობილე "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ 2012 წელს გამოცემული საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა.
უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.
შენიშვნა: ინფორმაცია თავდაპირველად "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა.
"ნიუპოსტი" დოდო გუგეშაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ როგორც გუგეშაშვილმა სახელი და გვარი ზაზა მურჯიკნელი არაფერს ეუბნება.
მასალის გამოყენების პირობები






