"აუცილებლად გავარკვევ!" - დოდო გუგეშაშვილმა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო
სამართალი - 17:10, 24 Jan, 2020     2324
თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ პირდაპირი ეთერით გაიგო.

როგორც "ნიუპოსტს" გუგეშაშვილმა უთხრა, მისთვის გამომძიებლებს არ დაურეკავთ. ინფორმაცია მედიამ მიაწოდა.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ 1975 წელს დაბადებული ზ.მ.-ს თადარიგის პოლკოვნიკის თქმით, მას ეს ინიციალები არ ეცნობა.

გუგეშაშვილის თქმით, ის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს დაუკავშირდება და მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის დადგენას შეეცდება.

რაც შეეხება მკვლელობის საქმის გახსნას, შვილმოკლული დედა ამბობს, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე სჯეროდა, რომ გამომძიებლები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას შეძლებდნენ.

"პირდაპირ ეთერში გახდა ჩემთვის ცნობილი... ინიციალები არ მეცნობა, თუმცა დავუკავშირდები გამომძიებლებს და გავარკვევ დეტალურად. მე მართალია, გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ იმედია საგამოძიებო მოხსნის ამ შეზღუდვას. რაც შეეხება საქმის გახსნას, მე ჩემი უბედურების ყველა ეტაპზე ვიცოდი, დარწუნებული ვიყავი, რომ შედეგი დადგებოდა, რადგან გამომძიებლები დღე-ღამეში ალბათ 30 საათს მუშაობდნენ"- აცხადებს გუგეშაშვილი.

გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ "დაკავებული არ არის დამკვეთი, სავარაუდოდ ის შემსრულებელია".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა.

უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42