„რადიო საქართველო“ FM 103.4-ზე თბილისში კერძო სპეციალიზებულ (გასართობ) რადიომაუწყებლობას ახორციელებს. კომპანიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივებაში ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთი წლის განმავლობაში 10 692 ლარი უნდა ჩარიცხოს.
„რადიო იმედის“ კერძო საერთო რადიმაუწყებლობის ლიცენზიასაც გაუგრძელდა მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით. კომპანია ამ ლიცენზიის ფარგლებში თხუთმეტ სამაუწყებლო ზონაში ახორციელებს მაუწყებლობას, ესენია: ბათუმი, დედფლოს წყარო, თელავის მუნიციპალიტეტი - ცივი, დუშეთის მუნიციპალიტეტი - ფასანაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი - გუდაური, სტეფანწმინდა, გორი, დმანისი, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ბაკურიანი, ქუთაისი, ჭიათურა, მარტვილი და ზუგდიდი. კომპანიამ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივებაში ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერთი წლის განმავლობაში 69 356 ლარი და 25 თეთრი უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






