"რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, უკვე გაუსაძლისია ეს დღეები…" – პატარა ანიტას დედა
სოც.მედია - 12:06, 24 Jan, 2020     3779
პატარა ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. მარიკო სადრაძე ამბობს, რომ ბავშვის ნახვა დღეში მხოლოდ ერთი საათით უწევს და ეს მისთვის ძალიან რთულია.


"რაც ანიტა გავაჩინე, ჩვენ სულ ერთად ვართ. მე ანიტას გარეშე ან ანიტა ჩემს გარეშე იშვიათი გამონაკლისი იყო, რის გამოც დედას აქსესუარს ვეძახდი. ყველგან თან დამყავდა. ჯანმრთელი ბავშვი იყო და იშვიათად მანერვიულებდა თავისი ავადმყოფობით. მინდოდა მასთან ურთიერთობის ყოველი წამი მეგრძნო.

ახლა კი ერთიანად თავს დაგვატყდა ამდენი რამ და ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ანიტა ასე ახლოსაა, მაგრამ ჩემთან არ არის. ვერ ვუძლებ იმ ფაქტს, რომ იქ მარტოა, უჩემოდ. დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს ნახვის კანონიერი უფლება. დანარჩენი დრო მიწევს დაცვის ბიჭებთან ხვეწნა, ხან 200-კილოიანი დაცვის გატანა და ისე შესვლა, ხან ვდარაჯობ და როგორც კი გავა რომელიმე მათგანი ჩუმად ვიპარები.

აუტანელია ის საათები, რომლებსაც მის გარეშე ვატარებ და მასთან ყოფნაც რთულია, რადგან ძალიან დასევდიანებული მხვდება ჩემი გოგო. ალბათ ვერ გაუგია რატომ დატოვა დედამ ამდენ ექიმთან მარტო და სად წავიდა თვითონ. 2.5 წლისაა, მაგრამ ვიცი ბევრ რამეს აცნობიერებს და იქნებ ნაწყენიცაა ჩემზე, ამიტომ ხშირად არ მეკონტაქტება. ლაპარაკი ისედაც არ შეუძლია ინტუბაციის მილის გამო.

რამდენი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ასეთი რთული არაფერი ყოფილა, რადგან მაშინ ერთად ვიყავით. ახლა კი ვკარგავთ დღეებს, რომლებიც ერთად უნდა გაგვეტარებინა.

ანიტა მართლაც განსაკუთრებული ბავშვია. უკვე ინდოეთის საავადმყოფოს ექთნებიც ლოცულობენ მისთვის. მეუბნებიან, რომ ის მათი რჩეულია, უყვართ, გიჟდებიან, ლოცულობენ. ერთ-ერთმა მითხრა ისე მიყვარსო, რომ ჩვენს ერთ-ერთ დღესასწაულზე მთელი ჩემი ოჯახი ანიტაზე ლოცულობდაო. მეორემ პატარა ხის ფიგურა მაჩვენა და ამიხსნა, რომ ეს იყო მათი ღმერთი და რაც ანიტა მისი პაციენტი გახდა, მას შემდეგ იყიდა ეს ფიგურა, რომ ელოცა. ყველას შეაყვარა თავი ამ პატარა ქალბატონმა. ახლა ინდოეთი და საქართველო ერთად ლოცულობს ანიტას გულისთვის.

მინდა მალე ვიყოთ ერთად. უკვე გაუსაძლისია ეს გაწელილი დღეები…” - წერს ანიტას დედა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42