სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ კიდევ ერთი სიურპრიზი მომხმარებლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:08, 24 Jan, 2020     3661
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც „მაგნიტის“ ქსელის მაღაზიებს ესტუმრება, ყოველ დახარჯულ 10 ლარზე გათამაშების თითო ბილეთი გადაეცემა.


ბილეთების გაცემა 25 იანვარს, დილის 8 საათიდან დაიწყება და 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ყველა მომხმარებელს ეძლევა გამარჯვების შანსი. თითოეულ ბილეთზე დატანილია გადასაფხეკი სივრცე. საფარის გადაფხეკის შემდეგ, მომხმარებელი ან მომენტალური პრიზის დასახელებას ამოიკითხავს, ან მთავარი პრიზის, ოროთახიანი ბინის მოგების შანსს პოულობს.

წამახალისებელ გათამაშებაში ჯამში 8 000-ზე მეტი პრიზი თამაშდება, მათ შორის, 20 სმარტფონი, 20 ლეპტოპი, 20 ტელევიზორი, 20 ველოსიპედი, ასევე ბრენიდრებული საჩუქრები: საათები, ბურთები, ჭიქები და ჩანთები. რაც შეეხება მთავარ პრიზს, ოროთახიან ბინას თბილისში, ამ პრიზს „მაგნიტის“ მომხმარებელი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი ბილეთებზე საფარის ქვეშ დამალულ ოთხ ასოს შეაგროვებს - „ბ ი ნ ა“. სწორედ სრული სიტყვის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება სუპერ პრიზის მფლობელი.

სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი: „გათამაშების წესები ძალიან მარტივია. როდესაც მომხმარებელი სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტში“ აკეთებს შენაძენს, ყოველ დახარჯულ ათ ლარზე იღებს მომენტალური გათამაშების თითო ბილეთს. მან უნდა გადაფხიკოს ბილეთზე დატანილი საფარი და აღმოაჩენს ან მომენტალურ პრიზს, ან ბინის მოგების შანსს. აუცილებელია, რომ მომხმარებელმა ყველა ბილეთი შეინახოს და შეაგროვოს ოთხი ასოსგან შემდგარი სიტყვა „ბინა“. ასეთ შემთხვევაში, ის იგებს სუპერ პრიზს. მომხმარებელს არ აქვს არანაირი შეზღუდვა. მას შეუძლია შეიძინოს ნებისმიერი ტიპის პროდუქტი, გადახდის ნებისმიერი პრინციპით და მიიღებს გათამაშების ბილეთს.“

მომგებიანი ბილეთის მფლობელი საჩუქარს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ ნებისმიერ ფილიალში მიიღებს. აუცილებელია, მოგებიდან 30 დღის განმავლობაში მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენა. სწორედ ამის შემდეგ, არაუგვიანეს 6 დღის განმავლობაში გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა.

ეს არ არის სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ პირველი წამახალისებელი გათამაშება. კომპანიამ გასულ წელს დოლურას პრინციპით გამოავლინა ხუთი გამარჯვებული და მათ განსაკუთრებული პრიზებიც გადასცა. „მაგნიტი“ მომხმარებელს სიურპრიზებსა და საჩუქრებს მომავალშიც ჰპირდება.

სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 200-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4000-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42