როდესმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით - ბექა პატურაშვილი საზოგადოებას მიმართავს
სოც.მედია - 11:35, 21 Jan, 2020     1652
ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი სოციალურ ქსელში, პატარა ალექსისთვის შექმნილ ჯგუფში პოსტს აქვეყნებს.


ჟურნალისტმა საზოგადოებას დახმარების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს დახმარება ახლა მის ოჯახს ნამდვილად სჭირდება.

„პირველ რიგში ყველას უღრმესი მადლობა გამხნევებისთვის და დახმარებისთვის ! ჯგუფს აქტიურად ვერ ვადევნებ თვალს ვიცი ყველას გაინტერესებთ მდგომარეობა შედეგები და გეგმები. მოკლედ როგორც ხედავთ ამ დროისთვის ჩემს ანგარიშზე უკვე საკმაოდ კარგი თანხაა ჩარიცხული თქვენი დამსახურებით. როდისმე ჩვენ ამ სიკეთეს სიკეთით აუცილებლად გადაგიხდით ! დღეისათვის ზუსტი გადაწყვეტილება არ გვაქვს სად გავაგრძელებთ მკურნალობას, თუმცა უახლოეს დღეებში დავაზუსტებთ და გვეცოდინება. შეიძლება ეს იყოს თურქეთი, ან ევროპის რომელიმე ქვეყანა. პირველადი გეგმით გვჭირდება ქიმიოთერაპიის 6 კურსი. თანმხლები კვლევების და მანიპულაციების ჩათვლით თურქეთის „ლივ ჰოსპიტალმა“ ჯამში ეს ყველაფერი შეაფასა 100 000 დოლარად. (ევროპის ქვეყნებში ფასი ბევრად მეტია) კლინიკის შერჩევის შემდეგ გვექნება ზუსტი კალკულაცია და ამაზე შემდეგ ჩაგაყენებთ საქმის კურსში.
ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ უკვე გამოიკვეთება რა იქნება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. საუკეთესო შემთხვევაში არსებობს თეორიული შანსი, რომ ქირურგების ჩარევა არ დაგვჭირდეს.. თუ ასე არ მოხდა შეიძლება მოხდეს სიმსივნური წარმონაქმნების მოკვეთა ან ღვიძლის გადანერგვა. ბუნებრივია ეს კიდევ დამატებით დაკავშირებულია ცალკე დიდ თანხებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. დარწუნებული ვარ ყველაფერს შევძლებთ ! ამას რომ ვამბობთ თავდაჯერებულობას თქვენი თანადგომა გვმატებს. სამი დღის წინ ვერ წარმოვიდგენდი რომ დღეს ანგარიშზე ამხელა თანხა იქნებოდა. ყველაზე მთავარი ემოციაა რასაც თქვენგან ვიღებთ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა“ წერს ბექა პატურაშვილი.

ცნობისთვის, ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსს რაბდოიდური სიმსივნე დაუდგინდა. ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია და საჭიროებს სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანას. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება: ალექსის მამის ანგარიშის ნომერი:

GE54BG0000000161812619 საქართველოს ბანკი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42